თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ შემოიღოს 4-დღიანი კომენდანტის საათი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში. ამის შესახებ 11 მაისს რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
„16, 17, 18 და 19 მაისს ისევ აკრძალული იქნება სახლიდან გარეთ გამოსვლა, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. – ამას გარდა, მოიხსნა აკრძალვა შესვლასა და გასვლაზე 9 პროვინციაში: ადანა, დენოზლი, დიარბაქირი, ქახრამანმარაში, მარდინი, ორდუ, თექირდაღი, ტრაბზონი და შანლიურფა“.
ერდოღანის განცხადებით, 17 მაისს, 11:00-იდან 17:00 საათამდე ნებადართული იქნება ქუჩაში გასვლა და სეირნობა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის. ასეთივე ნებართვა იმოქმედებს 20 მაისს 20 წელზე ნაკლები ასაკის პირებისთვის.
ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში 10 მარტს გამოვლინდა – ინფექცია დაუდგინდა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც ევროპიდან დაბრუნდა.
დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 139 771 ადამიანს დაუდასტურდა.
საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულია 95 780 ადამიანი.
თურქეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 3841-ს აღწევს.
კომენტარები