საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ეკლესიებში ღვთისმსახურება აღდგება

ბერძნული მედიის ინფორმაციით დღეს, 12 მაისს გამოვა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც ეკლესიებში ღვთისმსახურება აღდგება.

ბრძანებულება ძალაში შევა 17 მაისიდან და ეპიდემიის პირობებში ლიტურგიის ჩატარების წესს განსაზღვრავს. დაშვებული იქნება 10 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის ყოფნა – ვთქვათ, თუ ეკლესია 30 კვადარატული მეტრი ფართობისაა, მასში ერთდროულად 30 კაცი შეძლებს შესვლას. მორწმუნეებს ურჩევენ, გამოიყენონ ნიღბები და ანტისეპტიკი. დეტალები ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისათვის: საბერძნეთში ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2726 შემთხვევა, გარდაიცვალა 151 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1374 ადამიანი.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს გამოვლინდა თესალონიკში. 38 წლის ქალს ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტი კი საბერძნეთში 23 მარტს დაფიქსირდა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close