თურმე აშენებულა! – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს (ვიდეო)
ბევრს დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ბაყაყები ყიყინებდნენ, 153 ჰექტარ ტყის მასივში, ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდებიდა და ქუთაისიც საგანმანათლებლო ცენტრის ისტორიულ სახელს დაიბრუნებდა.
ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო…
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ ეტაპზე ბაკალავრიატის სამ აკადემიურ პროგრამაზე იქნება სწავლა შესაძლებელი, ესენია: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.
სტუდენტებს ლექციებსა და სემინარებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, ჩაუტარებენ პროფესორები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (TUM) და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან.
თავისი მასშტაბურობით KIU ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული საგანმანათლებლო ქალაქი იქნება რეგიონში, რომლის ანალოგიც აქამდე არ ჰქონია არც საქართველოს და არც სამხრეთ კავკასიას.
საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტში 2250 ლარია. ეს არის თანხა, რომელსაც ფარავს 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. მოგეხსენებათ, გრანტის მოპოვება შესაძლებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები