იაპონიაში უმსხვილესი პურფუნთუშეულის საწარმოს, „ფუჯიპანის“ პროდუქციას ხაჭაპური დაემატა. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თეიმურაზ ლეჟავა ავრცელებს.
„ქვეყნებს შორის მიმოსვლა ამ ეტაპზე ფაქტიურად შეჩერებულია, თუმცა საქართველო-იაპონიას შორის მეგობრობა მრავალი ფორმით გრძელდება.
იაპონიაში უმსხვილესმა პურ-ფუნთუშეულის საწარმომ „ფუჯიპან“ ხაჭაპურის წარმოება დაიწყო, რომელიც გარდა იმისა, რომ ტოკიოს უმსხვილეს სუპერმარკეტებში იყიდება, აღმოსავლეთ იაპონიის სუპერმარკეტებშიც ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე დატანილია პროდუქტის სახელწოდება „ხაჭაპური“ და ინფორმაცია საქართველოს შესახებ“, – წერს თეიმურაზ ლეჟავა სოციალურ ქსელში.
კომენტარები