fbpx
მსოფლიოnews

იაპონიაში უმსხვილესმა პურფუნთუშეულის საწარმომ ხაჭაპურის წარმოება დაიწყო

იაპონიაში უმსხვილესი პურფუნთუშეულის საწარმოს, „ფუჯიპანის“ პროდუქციას ხაჭაპური დაემატა. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თეიმურაზ ლეჟავა ავრცელებს.

„ქვეყნებს შორის მიმოსვლა ამ ეტაპზე ფაქტიურად შეჩერებულია, თუმცა საქართველო-იაპონიას შორის მეგობრობა მრავალი ფორმით გრძელდება.

იაპონიაში უმსხვილესმა პურ-ფუნთუშეულის საწარმომ „ფუჯიპან“ ხაჭაპურის წარმოება დაიწყო, რომელიც გარდა იმისა, რომ ტოკიოს უმსხვილეს სუპერმარკეტებში იყიდება, აღმოსავლეთ იაპონიის სუპერმარკეტებშიც ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე დატანილია პროდუქტის სახელწოდება „ხაჭაპური“ და ინფორმაცია საქართველოს შესახებ“, წერს თეიმურაზ ლეჟავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close