საბერძნეთში ტურისტებისთვის „ჯანმრთელობის პასპორტის“ შემოღება სურთ
საბერძნეთი გამოდის წინადადებით, უცხოელი ტურისტებისთვის „ჯანმრთელობის პასპორტები“ შემოიღონ. ამის შესახებ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ხარის თეოხარისმა განაცხადა. ინფორმაციას Greek City Times-ი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ტურიზმის განვითარებაში მიმდინარე წელს ფსონი უსაფრთხო შემოსვლასა და გასვლაზე კეთდება, ამიტომ ევროკავშირთან კონსულტაციები იმართება, რომ ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც მოგზაურობა სურს, კორონავირუსის საიმედო ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იმ ქვეყანაში უნდა მოხდეს, საიდანაც დამსვენებლები ჩამოვლენ. მაგალითისთვის, გერმანელმა ტურისტმა ტესტირება საბერძნეთში ჩასვლამდე გერმანიაში უნდა გაიაროს.
მისივე თქმით, 2020 წელს საბერძნეთში ტურისტული სეზონი 3 თვე გაგრძელდება: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი, მაგრამ თეოხარისმა ასევე დასძინა, რომ შეიძლება ტურისტული სეზონი ოქტომბერსა და ნოემბერშიც გაგრძელდეს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები