საზოგადოებასაქართველო

დავბრუნდები, თუ გვარამია წავა! – „მთავარ არხზე“ განხეთქილების მიზეზი ცნობილია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოების გამო სამსახური 13 აპრილს დატოვა.

მას შემდეგ, რაც ნოდარ მელაძე „მთავარი არხიდან“ წავიდა, 2-დღიანი პაუზის შემდეგ მან არხიდან უკან დაბრუნებაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა ამ შეთავაზებას კონკრეტული პირობაც ახლავს – იგი უნდა დაბრუნდეს გადაცემის წამყვანად და არა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად.

ვიდრე იმის შესახებ გიამბობთ, თუ როგორი იყო მელაძის პასუხი, აქვე გეტყვით, რომ „პრაიმტაიმს“ ეს ინფორმაცია სანდო და ინფორმირებული წყაროსგან აქვს. ცხადია, არხზე არსებულ უხერხულობებზე საჯაროდ კომენტარის გაკეთება არავის უნდა.

„გვარამია წავიდეს და დავბრუნდები!“ – იყო მელაძის პასუხი.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა არხის დირექტორს დასცინა. გვარამიამ მას მაშინვე კარისკენ მიუთითა – ანუ სამსახურის დატოვება მოსთხოვა.

ჟურნალისტი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ დაიცვა, რადგან არც მას მოსწონდა განსაკუთრებული სიხშირით მიხეილ სააკაშვილის ჩართვა გადაცემებში.

ამან კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა და „მთავარში“ პროცესები კიდევ უფრო დაიძაბა, რასაც მელაძის სამსახურიდან წასვლა მოჰყვა.

„მთავარ არხს“ ნოდარ მელაძის შემდეგ თამარ ბაღაშვილი და თეა ადეიშვილიც ტოვებენ(?!)

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნოდარ მელაძის შემდეგ „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახური შესაძლოა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმაც დატოვოს.

განიხილებოდა ვერსია, რომ საინფორმაციო სამსახურის პოსტზე ნოდარ მელაძეს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი შეცვლიდა, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმს“ ტელეკომპანიიდან აცნობეს, ბაღაშვილმა მელაძის შეცვლაზე უარი განაცხადა.

უფრო მეტიც, მან, შესაძლოა, ტელეკომპანია თავადაც დატოვოს.

ერთ-ერთი ვერსიით, ბაღაშვილი „ფორმულაზე“ გადადის და იქ 20 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

ამავე ტელეკომპანიაში აპირებს, სავარაუდოდ, გადასვლას თეა ადეიშვილიც.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ასევე განიხილავდა კურიერის წამყვანის, პაატა იაკობაშვილის კანდიდატურას, თუმცა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ საინფორმაციოს მთავარი პროდიუსერის თანამდებობა გაუქმდება.

რაც შეეხება თავად ნოდარ მელაძეს, არსებული ინფორმაციით, ის „ტვ პირველზე“ გადადის.

„მთავარ არხს“, სავარაუდოდ, დატოვებს ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილიც.

ამ დრომდე არხის ყველა თანამშრომელი საჯარო განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close