მსოფლიოქართველები უცხოეთში
ისრაელში საქართველოს საელჩო ჩვენს მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში დამატებითი შეზღუდვების შესახებ მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, 2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები, კერძოდ:
ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნებისა სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საელჩოს ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ძალაში რჩება მანამდე დაწესებული შეზღუდვებიც.
კომენტარები