ქართველები უცხოეთშისპორტი

საქართველოდან – ჯორჯიაში, ჯორჯიიდან – ფლორიდაში: ბუკა ფეიქრიშვილის კიდევ ერთი წარმატება

18 წლის ქართველი კალათბურთელი Eastern Florida State College-მა მიიწვია და სწავლას სრულად უფინანსებს

18 წლის ქართველი კალათბურთელი ბუკა ფეიქრიშვილი Eastern Florida State College-ში ისწავლის და მის გუნდში ითამაშებს. კონტრაქტი უკვე გაუფორმეს ბუკას მწვრთნელებს და მას სწავლის საფასურთან ერთად ყველა ხარჯს დაუფარავენ. ამჟამად იგი Holy Spirit Preparatory School-ში სწავლობს, რომელსაც მაისში ამთავრებს.

ბუკა ფეიქრიშვილი 15 წლის იყო, როდესაც აშშ-ში, ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაში მარტოდმარტო გაემგზავრა სასწავლებლად და სპორტული კარიერის გასაგრძელებლად.

Holy Spirit Preparatory School-ის საკალთბურთო გუნდის შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველი კალთბურთელი ორჯერ ზედიზედ გახდა ჯორჯიის შტატის ჩემპიონი, პირადად იგი კი All region team-ში და All state team-ში შეიყვანეს.

ბუკა პირველი აგვისტოდან ფლორიდაში გადავა (იმედია, მანამდე ეპიდემია უკან დაიხევს) და სწავლას და სპორტულ კარიერას Eastern Florida State College-ში გააგრძელებს. მისი მთავარი მიზანია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს (18 წლამდელთა ნაკრებში უკვე არის), ოცნების გუნდი კი Los Angeles Lakers-ია.

ვულოცავთ ბუკას ამ წარმატებას, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მოიპოვა და ვუსურვებთ მალე აესრულებინოს ყველაზე დიდი ოცნება!

ნინო ლურსმანაშვილი

იმავე თემაზე: საქართველოდან – ჯორჯიაში: 17 წლის ქართველი კალათბურთელის წარმატებები ამერიკაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close