საფრანგეთში საბავშვო ბაღები, სკოლები და ლიცეუმები 11 მაისიდან ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„11 მაისიდან ჩვენ ეტაპობრივად გავხსნით საბავშვო ბაღებს, სკოლებს, ლიცეუმებს. დაბალი შემოსავლის მქონე უბნებში ძალიან ბევრი ბავშვი მოკლებულია სკოლას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, სასწავლო პროცესი ფიზიკურად მხოლოდ ზაფხულში განახლდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დახურული რჩება საზოგადოებრივი შეკრების ადგილები, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, კინოთეატრები და თეატრები.
„ვითარება ერთობლივად შეფასდება ყოველკვირეულად, მაისის შუა რიცხვებიდან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 137 873 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა.
imedinews.ge
კომენტარები