მსოფლიოპოლიტიკა

ევროპის ოთხი ქვეყანა პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არბილებს

ჩეხეთი, ავსტრია, დანია და ნორვეგია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს არბილებენ, თუმცა შეზღუდვების შერბილება არ ნიშნავს ჩვეული ცხოვრების რიტმის დაბრუნებას, არამედ ეკონომიკურ აქტივობასთან პანდემიის წინაამდეგ ბრძოლის უსაფრთხოების ზომების  შეთავსებას.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ იწყებს ქვეყნის ეკონომიკის ეტაპობრივ აღდგენას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა ისევ  დაუბრუნდეს საკარანტინო რეჟიმს, თუ კორონოვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

14 აპრილიდან ავსტრიაში გაიხსნება მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები, ასევე, საყოფაცხოვრებო მაღაზიები და საბაღე ინვენტარის ცენტრები. მაღაზიაში შესვლა ნებადართული იქნება მხოლოდ პირბადეებით და მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების დაცვა.

დანიაში 15 აპრილიდან ამუშავდება საბავშვო ბაღები და სკოლები, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, სამსახურებში დაბრუნდნენ.

20-იდან 27 აპრილამდე განახლდება საბავშვო ბაღების მუშაობა ნორვეგიაშიც, 27 აპრილიდან კი სკოლაში ისევ წავლენ პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეები.

ჩეხეთში  უკვე რამდენიმე დღეა მოქმედებს შერბილებული რეჟიმი. ის პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა. 9 აპრილს უკვე გაიხსნა სასურსათო მაღაზიები, 14 აპრილიდან კი მათ დაემატება ველოსიპედების და სხვადასხვა ჰობისთვის საჭირო ინვენტარის სავაჭრო ობიექტები. ასევე, იგეგმება ქვეყნის შიგნით  მგზავრობაზე შეზღუდვის მოხსნა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შერბილებას არ მიესალმება  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი. მისი განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების ნაადრევად მოხსნის გამო ინფექციით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებმა შესაძლოა ისევ მოიმატოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ქვეყნები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ კარანტინის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვების გაუქმებას იმის მიუხედავად, რომ ეს ზომები ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close