ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით – პაატა იმნაძე
„დღეს ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, თუ ყველას ვტესტავთ, შემდეგ უბრალოდ ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TV პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ე. წ. აგრესიული ტესტირების პრაქტიკა სამხრეთ კორეამ გამოიყენა.
„ეს არის ტაქტიკა, რომელიც ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით გამოიყენა სამხრეთ კორეამ. ვირუსის გავრცელების გარკვეულ ეტაპზე ისინი გადავინენ ძალიან ფართომასშტაბიან ტესტირებაზე და აქტიურ გამოვლენაზე ინფიცირებულების“, – აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ამ მეთოდის გამოყენებაც იგეგმება: „ჩვენ პრინციპში გვინდა, რომ კომბინირებულად გამოვიყენოთ ის მეთოდები, რომელსაც იყენებს დასავლეთის ქვეყნები და რაც ჩინეთმა გამოიყენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მანვე დასძინა, რომ ეს არ იქნება „იაფი სიამოვნება“.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უკვე არის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. საჭიროების შემთხვევაში, ანუ როცა მოსახლეობაში დაფიქსირდება ვირუსის უკონტროლო ზრდა, საელჩო უზრუნველყოფს ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და ქვეყანას ექნება იმის რესურსი, რომ მოხდეს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება.
სწრაფ ტესტებს არა მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, არამედ ფართოდ – საავადმყოფოები და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც გამოიყენებენ.
წყარო: bm.ge
ამ დროისთვის (07.04.2020, 13:00სთ) საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი, გარდაიცვალა – 2 ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 ადამიანი.
სტატია განახლებულია 13:00 სთზ-ზე
კომენტარები