მოგზაურობა

პანდემიის გამო გაუქმებული ფრენები და მგზავრთა უფლებები

როგორ მიიღებენ დაზარალებული მგზავრები კომპენსაციას?

კორონავირუსის პანდემიამ ევროკავშირში საჰაერო მიმოსვლის 80%-იანი შემცირება გამოიწვია. ეს შეიძლება გამონაკლის გარემოებად ჩაითვალოს, რის გამოც დაზარალებულ მგზავრებზე კომპენსაცია გაიცემა.

ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი პრინციპები მგზავრების უფლებების უზრუნველსაყოფად. ისინი ავიაკომპანიებსაც დაეხმარება, რათა ათასობით გაუქმებული რეისების კლიენტებთან ურთიერთობები გაარკვიონ.

„როდესაც მგზავრი არ იღებს მომსახურებას, რომლისთვისაც გადახდილი აქვს, მას თანხა უნდა დაუბრუნდეს ან ვაუჩერი გადაეცეს, თუ იგი თანახმაა ვაუჩერულ მომსახურებაზე, – ამბობს ევროკომისარი ტრანსპორტის  დარგში ადინა ვალეანი. – ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა. ახლა ჩვენ ვაგვარებთ იმ საკითხებს, რომლებიც დაეხმარება ავიაკომპანიებს, გაუმკლავდნენ ლიკვიდობის საკითხებს მგზავრების უფლებების დაცვისას“.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) დაადგინა, რომ მხოლოდ მაისის ბოლოსთვის ევროპული ავიახაზები მგზავრებისგან 9 მლრდ ევროს ოდენობის გამოუყენებელი ბილეთების ანაზღაურების მოთხოვნას მიიღებენ.

გადამზიდი ავიაკომპანიების ასოციაცია Airlines 4 Europe-ი აცხადებს:

„მოკლევადიან პერსპექტივაში ავიაკომპანიებისთვის ფინანსური შედეგები სერიოზული იქნება. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და/ან ეროვნულმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უნდა განიხილონ დაბრუნებადი ვაუჩერების სისტემის დანერგვა, როგორც დაუყოვნებელი ანაზღაურების ალტერნატივა და განსაკუთრებული დროებითი ღონისძიება“.

ევროპარლამენტის სატრანსპორტო კომიტეტის თავმჯდომარე კარიმა დელი თვლის, რომ ავიაკომპანიებთან შესაძლო დავების შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მგზავრების მოთხოვნებს:

„ყველამ შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს, – ამბობს კარიმა დელი. – წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ განსაკუთრებული ზომების მიღება ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის, ხოლო კომპანიებმა მკაცრად უნდა დაიცვან წესები“.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close