ვიდეოსაზოგადოება

თვითიზოლაცია ქართულად და რძალ-დედამთილის ცეკვა „მაკარენა“ (ვიდეო)

სამი თაობა საქართველოდან – 91 წლის ბებია, შვილი და შვილიშვილი თვითიზოლაციაში.

ეს კი ნამდვილი პროვოკაციაა!

ამ პროვოკაციულ პოსტს (თუ პოსტერს, თუ რა ქვია ამას, არ ვიცი) უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერს, წარმოდგენაზეც ცუდად გავხდიო, ატომური ბომბი მოგონება იქნება თუ იფეთქაო; ნუ თუ რომელიმე გურულია, ხომ საერთოდ, ეშმაკი დაიწყებს პირჯვრის წერას ალბათო… ზოგი პოსტავს: მე გამიმართლა მულ-დედამთილში და თქვენ იდარდეთ, ვისაც წნევა გიწევთ ზევითო… ზოგმა – აშმალახაო! ისეთებიც არიან, მაზლის ცოლი რომ  მოისაკლისეს. ყველაზე პრაქტიკულმა კი ასე დაალაგა სიტუაცია: სამი ოთახი, სამი აბაზანა და სამი სამზარეულოა საჭიროო.

უმეტესობა კი წერს, რომ ასეთ გარემოცვაში თავს შესანიშნავად გრძნობს. ქართველი რძალ-დედამთილის „მაკარენა“ სწორედ ამის დასტურია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close