საქართველოსაზოგადოება
COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი არ შეგვიქმნია – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი
უცნობმა პირებმა პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი აცხადებს, რომ სიცრუეა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრში გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან მედიკამენტი შექმნეს. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცნობმა პირებმა ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
კომენტარები