პლასიდო დომინგომ თავისი ნახევარსაუკუნოვანი საოპერო კარიერის მანძილზე 150 წამყვანი პარტია შეასრულა მსოფლიოს სხავადასხვა სცენაზე; უდირიჟორა 300-ზე მეტ კონცერტს, სულ 3900 წარმოდგენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან კარუზოს რეკორდიც კი მოხსნა და მეტროპოლიტენ-ოპერის სეზონი 21-ჯერ გახსნა. დღეს კი, ხალათში გამოწყობილი, საკუთარი აივნიდან მეზობლებს უმღერის…
მოგეხსენებათ, კორონავირუსი ავტორიტეტებს არ ცნობს. ესპანელ ტენორს COVID-19-ის დიაგნოზი 22 მარტს დაუდგინეს. 79 წლის მომღერალი ამჟამად მეხიკოს საავადმყოფოში მკურნალობს, სადაც კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გუშინ გადაიყვანეს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, იგი საავადმყოფოში იმდენ ხანს დარჩება, რამდენსაც ექიმები მის სრულ გამოჯანმრთელებამდე ჩათვლიან საჭიროდ.
საქსოფონით შესრულებული „ბელა ჩაო“ მაინც სულ სხვაა… იტალიელი მეზობლები საუკეთესო მსმენელები არიან.
[arve url=”https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=BSWYSww-RlY&feature=emb_logo” /]
კორონავირუსის პანდემიამ აივნები არა მარტო სცენად, არამედ ველოტრეკადაც აქცია.
[arve url=”https://www.facebook.com/KheironOfficiel/videos/2579176978988581/” /]
კომენტარები