დღის თემავიდეო

უჰანში პირველი სამგზავრო მატარებლები ჩავიდა (ვიდეო)

2-თვიანი ბლოკადის შემდეგ ქალაქს სიცოცხლე უბრუნდება

დღეს უჰანში, 2 თვეზე მეტი პერიოდის ბლოკადის შემდეგ პირველად, სამგზავრო მატარებლები ჩავიდა.  ამ დროისთვის მოქალაქეებს 11-მილიონიან ქალაქში ჩასვლის ნებას რთავენ, მაგრამ მცხოვრებლებს ჯერჯერობით მისი დატოვების უფლებას არ აძლევენ.

[arve url=”https://www.youtube.com/watch?v=1TYi5Zulheo” /]

როგორც ცნობილია, ჩინეთში ბოლო დღეების განავლობაში ახალი ტიპის ვირუსი აღარ ვრცელდება. ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევები, თუმცა ეს ფაქტები უცხოეთიდან ჩასულ მოქალაქეებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ეპიდემიის ახალი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩინეთი ქვეყანაში ჩასულ უცხოელებს 14-დღიან სავალდებულო კარანტინში ათავსებს.

გასულ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა იმპორტირებული. ეს ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა. მისივე ცნობით, 3 ადამიანი გარდაიცვალა, ყველა მათგანი – ჰუბეის პროვინციაში, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევები გასულ ერთ დღე-ღამეში აღარ დაფიქსირებულა.

მთლიანობაში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 81 996 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3299 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 75 099-ს მიაღწია.

ჩინეთი კორონოავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემებით პირველ ადგილზე რჩება მხოლოდ გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებლის მხრივ, ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით კი მესამე ადგილზეა – ინფიცირებულთა მხრივ, აშშ-ის და იტალიის შემდეგ, გარდაცვალების მაჩვენებლით კი – იტალიის და ესპანეთის შემდეგ.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close