საბერძნეთისაზოგადოება

COVID19: საბერძნეთში კარანტინის დროს ღვთისმსახურების ჩატარებისთვის მიტროპოლიტი დააკავეს

იტალიაში კორონავირუსს 30 სასულიერო პირი ემსხვერპლა

საბერძნეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის კითირის (Κύθηρα) მიტროპოლიტი სერაფიმე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავების მიზეზი კარანტინის პირობებში საეკლესიო ღვთისმსახურების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევა გახდა.

გამოცემა News Beast-ის ცნობით, 20 მარტს მიტროპოლიტმა კუნძულ კითირაზე, ქალაქ ხორაში არსებულ ტაძარში ლიტურგია ჩაატარა. მეუფის საქმეს ახლა პროკურატურა სწავლობს.

იტალიაში კორონავირუსს 30 სასულიერო პირი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო ავრცელებს.

VaticanNews-ის ცნობით, 16 სასულიერო პირი ბერგამოს ეპარქიაში, 6 – პარმის ეპარქიაში, 4 – კრემონის ეპარქიაში, 3 – მილანის არქიეპარქიაში, 1 კი – სალერნო-კამპანია-აჩერნოს ეპარქიაში მსახურობდა.

მათგან ყველაზე უფროსი, მონსინიორ მარიო კავალიერი 104 წლის იყო.

მომზადებულია imedinews.ge-ს მასალების მიხედვით.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close