ჩინეთიდან საბერძნეთში 18 ტონა სამედიცინო ტვირთი ჩამოვიდა (ვიდეო)
დღეს დილით საბეძრნეთში ჩინეთიდან ჩამოფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც 550 000 დამცავი და ქირურგიული ნიღაბი, სამედიცინო ხელთათმანები და სხვადასხვა სახის დამცავი მოწყობილობა ჩამოიტანა.
აეროპორტში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ვასილის კიკილიასი. მან თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის 18 ტონა სანიტარიული მასალა აჩუქა საბერძნეთს. მინისტრის თქმით, ქვეყანაში ნიღბების და მსგავსი მასალის დიდი დეფიციტია და ჩინეთიდან ჩამოსული ტვირთი დაუყოვნებლივ განაწილდება საავადმყოფოებში.
ამავე დროს, მინისტრმა ისარგებლა შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და საჭიროების გარეშე არ გამოვიდნენ სახლებიდან.
განცხადება გააკეთა საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩინეთის საელჩომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ დახმარება დროის უმცირეს მონაკვწთში, 8 დღეში შეგროვდა და ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ კერძო კომპანიებიც. ჩინეთი მზადაა კვლავაც გააგრძელოს საბერძნეთისადმი მხარდაჭერა.
გიორგი ჯანელიძე
p. s. ამ დროისთვის საბერძნეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 495 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 16.
კომენტარები