საქართველოპოლიტიკა

საქართველოს მასშტაბით იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებების გარდა

მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.

1tv.ge

p. s. ამ დროისთვის საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close