იტალიასაზოგადოება

იტალიამ კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

427 გარდაცვლილი და 5322 ინფიცირებული გასულ ერთ დღე-ღამეში; ლომბარდიაში კიდევ 5 ექიმი გარდაიცვალა

დღეს საღამოს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კომისარ ბორელის მიერ წარმოდგენილი ახალი მონაცემები იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით დამაიმედებელი ნამდვილად არ არის – გასული ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 427 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალობის მთლიანი მაჩვენებლით (3405 გარდაცვლილი) იტალიამ ჩინეთს გაუსწრო, სადაც ამ დროისთვის გარდაცვალების 3245 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გასულ ერთ დღე-ღამეში ვირუსის შიდა გადაცემა არ მომხდარა და 34 შემთხვევიდან ყველა უცხოეთიდან ჩასულ მოქალაქეს დაუდგინდა.

იტალიაში გასულ 24 საათში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 5322 დაფიქსირდა, მთლიანობაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ კი 41035-ს მიაღწია (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით). 4440 ადამიანი გამოჯანმრთელდა (ბოლო ერთ დღე-ღამეში – 415).

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით დიაგნოზით 33190 პაციენტია – 4480-ით მეტი, ვიდრე გუშინ; რეანიმაციაში მოთავსებულია 2498 პაციენტი (241-ით მეტი, ვიდრე გუშინ), მათგან 1006  – ლომბარდიაში.

გუშინ საღამოს იტალიაში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი – 475  დაფიქსირდა.

ლომბარდია

კიდევ 5 ექიმი გარდაიცვალა კორონავირუსისგან ლომბარდიაში, რის შედეგადაც თეთრხალათიანთა მსხვერპლმა 13-ს მიაღწია. გარდაცვლილები არიან:  ექიმი ლუიჯი აბინდი, კრემის (Crema) საავადმყოფოს ყოფილი გენერალური დირექტორი, ჯუზეპე ფინცი – კრემონის საავადმყოფოს ექიმი და ანტონიო ბუტაფუოკო, ზოგადი პრაქტიკის ექიმი ბერგამოდან; 2 ექიმი გარდაიცვალა კომოში – ჯუზეპე ლანატი, პულმონოლოგი და ლუიჯი ფრუსჩანტე – ოჯახის ექიმი. ისინი ორივე პენსიაზე იყვნენ, მაგრამ მუშაობდნენ. კორონავირუსის მსხვერპლ ექიმთა სია, სამწუხაროდ, იზრდება.

კორიერე დელა სერა: არმიას კორონავირუსით დაღუპულთა კუბოები ბერგამოდან სხვა რეგიონებში გადააქვს (ვიდეო)

„გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ჩვენ ძალიან გვჭირდება მედდები და ექიმები, აგრეთვე, ვენტილაციის სისტემები და დაცვის საშუალებები!“ – ეს მიმართვა ინგლისურ ენაზე გაავრცელა სტეფანო ფაჯოლიმ, ბერგამოს პაპ ჯოვანი XIII-ის საავადმყოფოს მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა.

Please, help us

Stefano Fagiuoli, direttore del Dipartimento di Medicina del #pg23 vuole inviare due messaggi:- per tutta la popolazione: state a casa.- per chi ci vuole aiutare: abbiamo bisogno di infermieri e medici, ventilatori e dispositivi di protezione. Il CESVI ci sta aiutando con una raccolta fondi sulla piattaforma Gofundme https://www.gofundme.com/f/emergenza-covid-cesvi-per-bergamo Se potete, aiutateciWe are in full emergency with coronavirus pandemia.Stefano Fagiuoli – at the head of the Department of medicine of Papa Giovanni Hospital in Bergamo, Italy – has 2 messages.The first one is for the general population: please, stay at homeThe second one is for whoever wants to help us.We need nurses and physicians, together with ventilators and Individual Protection Devices.The ONG Cesvi is helping us on Gofundme.https://www.gofundme.com/f/emergenza-covid-cesvi-per-bergamoIf you can, please help us.And if you are healthcare personnel you are more than welcome to join us in fighting the coronavirus.

Gepostet von ASST Papa Giovanni XXIII am Donnerstag, 19. März 2020

„ჩვენი ექიმები და მედდები დღედაღამ მუშაობენ, უთვალავი საათი, რათა ამ წარმოუდგენელ სიტუაციას გაუმკლავდნენ, – ამბობს ფაჯოლი Papa Giovanni XXIII-ის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, – ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პანდემია“.

„მე ორი შეტყობინება მაქვს: პირველი – მოსახლეობისთვის: გთხოვთ, დარჩით სახლში! მეორე – ყველასთვის, ვისაც ჩვენი დახმარება უნდა: არასამთავრობო ორგანიზაცია Cesvi  გვეხმარება სახსრების შეგროვებაში პლატფორმა Gofundme-ზე, ასე რომ, თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ და თუ ჯანდაცვის პროფესიონალი მუშაკი ხართ, შემოგვიერთდით კორონავირუსთან ბრძოლაში“.

„ჩვენ გვჭირდება ექიმები. ვიმედოვნებდით, რომ ბევრი გამოხმაურება იქნებოდა ზარებზე, რომლებიც განვახორციელეთ ინტერნებთან და პენსიაზე გასულ ექიმებთან, ამის მაგივრად კი გამოხმაურება არ ყოფილა. … ჩვენი ექიმები და მედიცინის დები წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებენ და მე ვღელავ, რომ ადრე თუ გვიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დანებდებიან… და თუ ისინი დანებდებიან, ეს იქნება კატასტროფა“, – განაცხადა ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ.

მისი თქმით, საბჭოსთან განიხილავს, რა შეიძლება სასწრაფოდ გაკეთდეს – საუბარია ყველაზე მკაცრ ზომებზე, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და სამეწარმეო საქმიანობის შეჩერებას.

სპეციალისტების აზრით, კიდევ ერთი-ორი ძალიან რთული კვირა წინ არის. უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ კარანტინი 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრ კონტეს თქმით, კარანტინის გახანგრძლივება გარდაუვალია, რადგან მაშინაც კი, როცა ყველაზე მძიმე პერიოდი გადაივლის, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე სწრაფად დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close