fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ბავშვი გამოჯანმრთელდა

დღეს ბერგამოს პაპ ჯოვანი XIII-ის სახელობის საავადმყოფოდან გამოწერეს ჩვილი, რომელსაც კორონავირუსი 3 მარტს დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ წერს.

ბიჭუნა 11 თებერვალს დაიბადა ჯანმრთელი ალცანო ლომბარდოს საავადმყოფოში, რამდენიმე დღის შემდეგ კი პატარას მაღალი სიცხე მისცა და 3 მარტს 22 დღის ჩვილი ბერგამოს საავადმყოფოში მოათავსეს. მას კორონავირუსი დაუდგინდა. ეს იყო კორონავირუსით ბავშვის ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა იტალიაში. ინფიცირებული აღმოჩნდა ბიჭუნას დედაც, მამის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა არ გართულებულა, დღეს კი იგი, სავსებით ჯანმრთელი, სახლში დაბრუნდა.

ამჟამად ბერგამოს პაპ ჯოვანი XIII-ის საავადმყოფოში კიდევ 3 ახალშობილი იმყოფება კორონავირუსით ინფიცირების გამო – 11, 22 და 35 დღის ჩვილები. როგორც ექიმები ამბობენ, არცერთთან დაავადებას სერიოზული კლინიკური ნიშნები არ გამოუვლენია.

ამ დროისთვის იტალიაში კრონავირუსით ინფიცირებულია 300 ბავშვი, თუმცა არცერთი რთული შემთხვევა არასრულწლოვანებში არ დაფიქსირებულა, 300-ვე შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close