fbpx
სამზარეულორჩევები

როგორ გავაგემრიელოთ ბოსტნეულის კერძები

მარხვისას ადამიანები თავიანთ კვების რაციონში მეტ ბოსტნეულს ამატებენ, ვეგეტარიანელები კი მარხვის გარეშეც უამრავ მცენარეულ საკვებს მიირთმევენ. მიუხედავად ბოსტნეულის უამრავი დადებითი თვისებისა, ბევრ მათგანს მკვეთრად გამოხატული გემო აქვს, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას არ მოსწონს.

რა არის საჭირო ბოსტნეულის კერძების გემოს გასაუმჯობესებლად? პასუხი ბანალური და მარტივია: რამდენიმე ეშმაკური ხერხი ბოსტნეულის კონკრეტულ სანელებლებთან თავსებადობის შესახებ დაგეხმარებათ, სწრაფად გააუმჯობესოთ ყაბაყის, ბროკოლის ან ყვავილოვანი კომბოსტოს გემო. გარდა ამისა, სანელებლები სასარგებლოა ორგანიზმისთვისაც, რადგან ისინი ხელს უწყობენ ნაწლავების პერისტალტიკას და ააქტიურებენ მეტაბოლიზმს.

6 ბოსტნეული, რომელთა გემოს გაუმჯობესება შესაძლებელია:

ყაბაყი

ამ ბოსტნეულის ნაზ რბილობს ძალიან უხდება რეჰანი, ორეგანო, ქარი და ოხრახუში. გირჩევთ, ყაბაყის კერძებს ასევე დაუმატოთ ნიორი, ხახვი და ნიახური. თუ ცხარე კერძის მიღება გსურთ, უმჯობესი იქნება, თეთრი პილპილი გამოიყენოთ.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვან კომბოსტოს გადასარევად ეხამება ქინძი, ორეგანო, რეჰანი, კამა და ქარი. მისგან მომზადებულ კერძებს ასევე შეიძლება დაემატოს მდოგვი, ბეგქონდარა და ზეითუნის ზეთი. ეს ბოსტნეული იმითაა კარგი, რომ სანელებლების არჩევა მისი მომზადების მეთოდზე გავლენას არ ახდენს.

ბროკოლი

გირჩევთ, ბროკოლი ორთქლზე მოამზადოთ, ამ მეთოდით მას სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდება. ბროკოლს უხდება ნიორი, მაიორანი, ბეგქონდარა და როზმარინი. პიკანტური გემოს მისაღებად ცხელ კერძს დაუმატეთ სეზამის ზეთი, სოიის სოუსი, მდოგვი ან ლიმონის წვენი.

სტაფილო

სტაფილოსათვის კლასიკური სანელებლებია ქინძი, ბეგქონდარა და როზმარინი. ასევე უხდება ხახვი, ოხრახუში და კამა. თუ ბოსტნეულს დესერტში იყენებთ, მაშინ გამოიყენეთ ჯანჯაფილი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი.

სატაცური

ნებისმიერ შემთხვევაში, სატაცურის მომზადებისას გამოიყენეთ მაიორანი, როზმარინი ან ტარხუნა. ასევე გამოდგება მუსკატის კაკალი, ბეგქონდარა და მიხაკი. თუ გსურთ, კერძი ცხარე იყოს, მაშინ გამოიყენეთ კაიენის წიწაკა. ორთქლზე მომზადებულ სატაცურს გემოვნებით დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი, სეზამის ან ზეითუნის ზეთი.

ჭარხალი

ჭარხალი კარგად ეთვისება ისეთ სანელებლებს, როგორიცაა, მაგალითად: ბეგქონდარა, ქინძი და წიწაკა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუში, ხახვი და ნიორი. ჭარხლის კერძებს უჩვეულო გემოს მისცემს დარიჩინი, მიხაკი, სურნელოვანი პილპილი, ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი.

როგორც ხედავთ, ბოსტნეულის უმეტესობა ერთნაირ სანელებლებს ეხამება. კერძების მომზადება შესანიშნავი მიზეზია კულინარიული ექსპერიმენტებისთვის და კარგ ხასიათზე დასადგომადაც. ვინ იცის, იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის პიროვნება, ვინც პირველი აღმოაჩენს ახალ, უჩვეულო გემოთა წარმატებულ კომბინაციებს.

რუსულიდან თარგმნა სოფო გურჯიშვილმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close