საბერძნეთიქართველები უცხოეთში

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკაშვირდნენ ცხელ ხაზზე

თქვენ შესახებ ყველანაირი სახის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, სახელი და გვარი, დაცული იქნება

საბერძნეთში საქართველოს საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საყურადღებო  განცხადებას ავრცელებს.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკაშვირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე – 6995779793.

„აქვე გაცნობებთ, რომ მომართვის შემთხვევაში თქვენ შესახებ ყველანაირი სახის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, სახელი და გვარი, იქნება დაცული და ვერ გავრცელდება თქვენი ნებართვის ან სურვილის გარეშე. თქვენ მიერ კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ინტერესებს, რათა ერთად გავუწიოთ მონიტორინგი თქვენს ჯანმრთელობას, გამოჯანმრთელებამდე და საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ ეფექტიანი დახმარება“, – აცხადებს საელჩო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close