საქართველოსაზოგადოება

ილია მეორე: კვირაობით, 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ვიდრე ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა, კვირიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 სთ-ზე ყველა ტაძარში (სასურველია ამავე დროს უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც) ზარები დაირეკება და შესრულდება ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სთხოვს მორწმუნეებს, წაიკითხონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი – „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“.

„მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი დაგამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის მრევლს ასევე მოუწოდა, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის – მოლოცვის მიზნითაც.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close