საბერძნეთიქართველები უცხოეთში

ათენში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ათენში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტს ადასტურებს და თანამემამულეების საყურადღებოთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო თანამემამულენო,

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგს!

დღეს საბერძნეთში ქ. ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსით დაინფიცირება.

საელჩო იმყოფება მუდმივ კომუნიკაციაში საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები, თავს გრძნობს კარგად და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ,
მაქსიმალურად შეიკავოთ თავი საჯარო სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრისაგან!! მათ შორის, საბანკო, ფულადი და საფოსტო გზავნილების სერვის ცენტრებში ვიზიტისგან.

ასევე, გაცნობებთ, რომ ქ. ათენში საქართველოს საელჩო მუშაობს საგანგებო რეჟიმში შაბათ-კვირის ჩათვლით და ფუნქციონირებს 24-საათიანი ცხელი ხაზი !! რომელზეც გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 6995779793.

ამასთან მიუხედავად საკონსულო მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისა, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშესაწყობად, საელჩო საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობებს გასცემს, კვირის ყველა დღეს, მომართვისთანავე“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close