იტალიაქართველები უცხოეთშისაზოგადოება

რომში ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა

რომში მოქმედმა ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რომის სამრევლო თავისი Facebook-გვერდის საშუალებით ავრცელებს.

„SOS.რომის სამრევლოს წევრებს !

იტალიის მთავრობის ახალი დეკრეტის თანახმად, 3 აპრილამდე საზოგადო მსახურებები იტალიის ტერიტორიაზე ეკლესიებში შეჩერებულია. დროებით წყდება ჩვენს ტაძარში წირვა-ლოცვები! უფალი მოწყალეა, ვილოცოთ ყველამ რათა ეს განსაცდელი მალე სიხარულმა და მშვიდობამ შესცვალოს! ყველაფერი კარგად იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ პირველად წაიკითხა საკვირაო ლოცვა „ღვთის ანგელოზი“ ვიდეოკავშირის საშუალებით, თან ტრანსლაცია მიმდინარეობდა არა ვატიკანში მოციქულთა სასახლის აივნიდან, არამედ მისი ბიბლიოთეკიდან – ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო იქნა მიღებული. ტრანსლაცია გადაიცემოდა წმინდა პეტრეს მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებზე, აგრეთვე, ტელევიზიით და რამდენიმე საიტზე.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ცოტა ხნის წინ ავად იყო და დადიოდა ჭორი, თითქოს იგი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა წმინდა საყდარმა გააკეთა განცხადება, რომ პაპს კორონავირუსი არ აქვს. ვატიკანში ვირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close