საზოგადოებასაქართველო

გორში დამ ძმას „ნაგავო“-ს დაძახებისთვის სასამართლოში უჩივლა

გორის სასამართლომ ძმის მიმართ დის საჩივარი განიხილა. ახალგაზრდა ქალმა ძმას შეურაცხყოფისთვის უჩივლა. როგორც ის აცხადებდა, ძმამ შვილების თანდასწრებით მას „ნაგავი“ უწოდა და ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა.

პოტენციურ დაზარალებულს სასამართლომ ფსიქოლოგის დასკვნა მოსთხოვა, რომლის მიხედვით, დადასტურდებოდა ის ფსიქოლოგიური ზიანი, რაც მას „ნაგავო“-ს დაძახებით მიადგა, თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლოში აღნიშნული დასკვნა არ წარადგინა, რის გამოც, ჯ. მ. ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ხელზე ხელის მოჭერისთვის და ბრალდების ამ ნაწილში  მას 2 წლის ვადით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

წყარო:  report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close