ირანის ქალაქ ბანდერ-აბასში ცეცხლი წაუკიდეს საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია IRAN INTERNATIONAL -ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საავადმყოფოს მას შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი, რაც გაიგეს, რომ მათთან შეუთანხმებლად საავადმყოფოში საშიში ვირუსის გადამტანი პირები მოათავსეს.
ასევე, გაირკვა, რომ ადრე სწორედ ამ საავადმყოფოში იყო მოთავსებული 10 პაციენტი ქალაქ ყუმიდან. სადაც კორონავირუსი ძლიერი აფეთქებაა.
ipress.ge
კომენტარები