ელექტროენერგიის ე. წ. მწვანე წყაროები თავის ეფექტიანობას ფინეთის ტერიტორიაზე ამტკიცებენ. ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool-ი იუწყება, რომ ორშაბათი, 17 თებერვალი ფინეთის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკის ისტორიაში შევიდა – ელექტროენერგია პირველად გახდა უფასო.
„ელექტროენერგიის ღირებულება უარყოფით ნიშნულზე დავიდა და ერთი მეგავატ/საათის ფასი მინუს 20 ევროცენტი გახდა“, – ნათქვამია ბირჟის ინფორმაციაში. ასეთი შედეგის მიღება კი ქარის ტურბინებით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ქარიან ამინდში სრული დატვირთვით მუშაობენ.
ფინეთში ელექტრონერგიის რეკორდულად დაბალი ფასები მთელი ზამთრის განმავლობაში ფიქსირდება. ამას ჩვეულებრივი მომხმარებლებიც გრძნობენ – მათმა უმრავლესობამ იანვარში კილოვატ/საათში საშუალოდ 2,29 ევროცენტით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ნიემბერში.
წყარო: M2B
მსგავს თემაზე: ფინეთის ახალ პრემიერს 4-დღიანი სამუშაო კვირისა და 6-საათიანი სამუშაო დღის დაწესება სურს
კომენტარები