იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით მეორე პაციენტი დაიღუპა

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ლომბარდიაში 30-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით მეორე პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ „ანსა“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მეორე ფატალური შემთხვევა მილანში დაფიქსირდა. გარდაცვლილი ქალი, „ანსას“ ინფორმაციით, 70 წელზე მეტის იყო. ქალი კაზალპუსტერლენგოში (ლოდის პროვინცია, ლომბარდია) ცხოვრობდა. იგი მილანის საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს და კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებოდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

ამ დრომდე ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსის 30 შემთხვევა ფიქსირდება. იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა პადუის საავადმყოფოში დაფიქსირდა – დაღუპული 78 წლის მამაკაცი იყო.

რეგიონში კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებების გადადება გადაწყვიტა. დროებით შეჩერდა სკოლების, სპორტული ცენტრებისა და ბარების ფუნქციონირებაც. ადამიანებს მოუწოდეს, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, სახლებში დარჩნენ და სოციალურ კონტაქტებს მოერიდონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close