მიგრაციაnewsსაბერძნეთი

თურქები თავშესაფარს საბერძნეთში ეძებენ

ორშაბათს, 19 თებერვალს, ბერძნულ კუნძულ ინუსას პატარა ნავი მიადგა, რომელზეც 17 თურქეთის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვები და ქალები. ლტოლვილები აცხადებენ, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები და მოსამართლეები არიან და მათ თურქეთის ხელისუფლება დევნის. ისინი საბერძნეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა თურქეთის მოქალაქეები ათენში გაგზავნა, სადაც ჩვეული პროცედურა ჩატარდება, რათა თავშესაფრის მიცემის საკითხი გადაწყდეს.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ უკვე ამ ქვეყნის 1500-მა მოქალაქემ ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი საბერძნეთში.

ინუსა პატარა კუნძულია, რომელიც თურქეთის სანაპიროდან 8 კილომეტრში მდებარეობს და ადმინისტრაციულად კუნძულ ხიოსს ეკუთვნის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close