საქართველოეკონომიკა

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა გაიყიდება

ხელისუფლება უფუნქციო შენობების პრივატიზებას გეგმავს, რომელთა შორის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობაც მოხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გამოყენება სხვადასხვა ფუნქციით არის შესაძლებელი, მათ შორის, განათლების, მედიცინის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტირების და სხვა სფეროებში.

„ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საწარმოების ცენტრი და ამ შენობის მნიშვნელობა იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა იანვარში გადაწყდა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

2019 წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან ძველ ადგილს – თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას დაუბრუნდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close