ტომ სტეიერი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც 2020 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიიდან“ მიიღებს მონაწილეობას.
უცხოურ მედიაში წერენ, რომ სტეიერი საინტერესო პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა. ჟურნალისტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ნახატმა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელის მტევანზე – სტეიერს ხუთი ჯვრის სიმბოლო აქვს დახატული.
პრეზიდენტობის კანდიდატის ტატუს ვრცელ სტატიას უძღვნის BBC და მიმოიხილავს იმას, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლო, ვინ იყენებდა და იყენებს მას.
ხუთი ჯვარი მე-13 საუკუნეში იერუსალიმის სამეფოს სიმბოლო გახდა. სამეფო კი ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ შეიქმნა. არ არსებობს ერთი კონკრეტული თეორია ხუთჯვრიანი სიმბოლოს მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რომელზეც ყველა შეთანხმდებოდა.
არსებობს სხვადასხვა თეორია, ერთ-ერთის მიხედვით, ის წარმოადგენს ქრისტესა და ოთხ სახარებას, ასევე ხუთ ჭრილობას ქრისტეს სხეულზე; ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს კომპასის სიმბოლოა და ოთხ მხარეზე მიუთითებს.
სტეიერის თქმით, ეს მოხატულობა მხოლოდ მოტივაციაა, რომ ყოველთვის სიმართლე თქვას.
BBC იმასაც აღნიშნავს, რომ ხუთჯვრიანი სიმბოლო 2004 წლიდან საქართველოს ეროვნულ დროშაზეა გამოსახული.
კომენტარები