fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

რატომ ახატია აშშ-ის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს ხელზე ხუთჯვრიანი დროშა?

ტომ სტეიერი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც 2020 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიიდან“ მიიღებს მონაწილეობას.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ სტე­ი­ე­რი სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია ნა­ხატ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ხე­ლის მტე­ვან­ზე – სტე­ი­ერს ხუთი ჯვრის სიმ­ბო­ლო აქვს და­ხა­ტუ­ლი.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ტა­ტუს ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის BBC და მი­მო­ი­ხი­ლავს იმას, თუ რას ნიშ­ნავს ეს სიმ­ბო­ლო, ვინ იყე­ნებ­და და იყე­ნებს მას.

ხუთი ჯვა­რი მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში იე­რუ­სა­ლი­მის სა­მე­ფოს სიმ­ბო­ლო გახ­და. სა­მე­ფო კი ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა. არ არ­სე­ბობს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი თე­ო­რია ხუთ­ჯვრი­ა­ნი სიმ­ბო­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც ყვე­ლა შე­თან­ხმდე­ბო­და.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა თე­ო­რია, ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით, ის წარ­მო­ად­გენს ქრის­ტე­სა და ოთხ სა­ხა­რე­ბას, ასე­ვე ხუთ ჭრი­ლო­ბას ქრის­ტეს სხე­ულ­ზე; ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ ეს კომ­პა­სის სიმ­ბო­ლოა და ოთხ მხა­რე­ზე მი­უ­თი­თებს.

სტე­ი­ე­რის თქმით, ეს მო­ხა­ტუ­ლო­ბა მხო­ლოდ მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ყო­ველ­თვის სი­მარ­თლე თქვას.

BBC იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ხუთ­ჯვრი­ა­ნი სიმ­ბო­ლო 2004 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ დრო­შა­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი.

digest.pia.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close