newsრას არ გაიგებ/ფაქტები
იაპონიაში ტრადიციულ „შიშველ ფესტივალში“ 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა
იაპონიის ქალაქ ოკაიამაში ყოველწლიური „შიშველი ფესტივალი“ გაიმართა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ჰაკადა მაცური“ ანუ „შიშველი ფესტივალი“ თებერვლის მესამე შაბათს ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში ტარდება და მასში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. წელს მათმა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა.
ფესტივალი დილის 3:20 საათზე იწყება. კაცები საცვლებამდე შიშვლდებიან და ტაძრის ირგვლივ დარბიან. შემდეგ კი ტაძრის ფანჯრიდან მონაწილეებისკენ სპეციალურ ჯოხებს ისვრიან. მათ, ვინც ჯოხებს დაიჭერს, წლის განმავლობაში იღბალი არ უღალატებს.
imedinews.ge
კომენტარები