fbpx
კრიმინალიnews

დანიის პოლიციამ სატვირთო გემზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, დაკავებულია 27 ადამიანი

დანიის პოლიციამ ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 27 პირი დააკავა. სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც დანიის ტერიტორიულ წყლებში ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებული სატვირთო გემის ბორტზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.

კოპენჰაგენის პოლიციის განცხადებით, კოკაინი საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში იპოვეს.

ყველა დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებულებს შორის არიან გემის ეკიპაჟის წევრები, რუსეთის, ლატვიის, ეკვადორისა და ფილიპინების მოქალაქეები. მათ 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დანიური მედიის ცნობით, ხომალდი შვედეთის ჰელსინგბორგის პორტიდან სანკტ-პეტერბურგში მიემართებოდა. ამოღებული კოკაინი 50 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close