მოდა/სილამაზე

ქართველი მოდელების წარმატება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე (ფოტოები)

ქართველი დიზაინერების საერთაშორისო წარმატება აღარავის გვაკვირვებს, თუმცა ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ ქართველი მოდელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2020 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენებებზე.

5-იდან 12 თებერვლის ჩათვლით ნიუ-იორკი მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2020 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენებებზე სამმა ქართველმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა – ნინი ნებიერიძემ, ლიკა როგვავამ და მარიშა შურღაიამ.

Sies Marjan-ის ჩვენება ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცათამბჯენის 59-ე სართულზე მოეწყო. თანამედროვე მსოფლიოს დედალაქის – ნიუ-იორკის პანორამული ხედები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა საინტერესო ნიდერლანდელი დიზაინერის წარმატებული ბრენდის კოლექციის ჩვენებისას. Look Modéls Managemént-ის მოდელ ლიკა რიგვავას საერთაშორისო პოპულარობის შესახებ ბევრი გვსმენია და სწორედ ის იყო ერთ-ერთი ქართველი მოდელი, რომელმაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მიიღო მონაწილეობა და Sies Marjan-ის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.
ლიკა რიგვავა
hristian Cowan-ის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის დახვეწილი კოლექცია ნამდვილად არ ჰგავს ახალგაზრდა დიზაინერის შემოქმედებას. კოლექციაში დომინირებდა ბრჭყვიალა, ოქროსფერი და ლეოპარდის პრინტით გაფორმებული ქსოვილები და ძირითადი აქცენტი დიზაინერმა საღამოს კაბებზე გააკეთა. ლიკა რიგვავამ ამ არაჩვეულებრივ ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ლიკა რიგვავა

Hillary Taymour, ბრენდ Collina Strada-ს დიზაინერი წელსაც ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ეკო-მეგობრულ ხაზს, რადგან მან საკუთარი კოლექციით ამჯერადაც შეახსენა მსოფლიოს მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფისა და გლობალური დათბობის შეუქცევადი პროცესების შესახებ. 2020 წლის ახალი და ფერადი კოლექციის ჩვენება მწვანე ბალახისა და ბევრი მცენარის ფონზე ჩატარდა ღამის კლუბის ტერიტორიაზე. კოლექციაზე მუშაობისას მისთვის გადამუშავებული ქსოვილებისა და ორგანული პროდუქციის გამოყენება მთავარი პრიორიტეტია. ამ შთამბეჭდავი შოუს ნაწილი წელს ქართველი მოდელი – ნინი ნებიერიძე იყო, რომელიც ჩვენებაზე შვილთან ერთად გამოვიდა.

ნინი ნებიერიძე
მარიშა შურღაიამ მონაწილეობა მიიღო LaQuan Smith -ის ჩვენებაში.
მარიშა შურღაია

ნიუ-იორკის მოდის კვირეული 1943 წელს დაარსდა („პრესის კვირის“ სახელით), როგორც პარიზის მოდის კვირეულის ალტერნატიული ვერსია და საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის რუკაზე. ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა ფრანგული მოდის ტენდეციების ჩანაცვლება დაიწყო და, ამასთან ერთად, ნელ-ნელა ჟურნალ Vogue-ის გვერდების დიდი ნაწილიც დაიკავა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close