ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული სახელმწიფო მოხელე კარანტინის დარღვევის გამო სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ Daily Mail-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სავაჭრო სამინისტროს თანამშრომელზე, რომელიც კარანტინში ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მოათავსეს. მან საკარანტინო რეჟიმი დაარღვია და საჯარო აბანოში მივიდა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს და დაუყოვნებლივ დახვრიტეს.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ნებისმიერი პირი, ვინც ქვეყანაში ჩინეთიდან ბრუნდება, კარანტინში თავსდება, ხოლო მათ მიმართ, ვინც კარანტინის რეჟიმს არღვევს, სამხედრო კანონმდებლობას იყენებენ.
imedinews.ge
კომენტარები