მსოფლიოnews

რუსეთში წყვილს 20-20 წელი ციხე ემუქრება საკუთარ ქორწილში კონტრმზვერავის გადაღებისთვის

ფსბ-მ კალინინგრადელ წყვილს სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი საკუთარი ქორწილის გადაღებისთვის. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, საქმე ისაა, რომ ვიდეოებსა და ფოტოებზე მოხვდა რუსეთის კონტრდაზვერვის თანამშრომელი, რომელიც ამგვარად გამოააშკარავეს ლატვიის სპეცსამსახურებმა.

ბრალდებულების, ანტონინა ზიმინასა და კონსტანტინ ანტონეცის ნათესავები იხსენებენ, რომ კონტრმზვერავი ზიმინას თანაკურსელი იყო ბალტიის უნივერსიტეტში. საზეიმო სუფრაზე ნასვამმა კონტრმზვერავმა საკუთარი სავიზიტო ბარათები დაურიგა სტუმრებს, მათთან ერთად იღებდა ფოტოსურათებს და ჰყვებოდა თავისი სამსახურის შესახებ. მოგვიანებით ეს მასალები ბალტიის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში მოხვდა.

ზიმინა და ანტონეცი დანაშაულს არ აღიარებენ, სახელმწიფო საიდუმლოება მათთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მათთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ცოლ-ქმარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close