fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

ლიგის „წლის გიგანტი“! – თორნიკე შენგელია ესპანეთში საუკეთესოდ აღიარეს (ვიდეო)

ესპანური კალათბურთის ტრადიციულ, ყოველწლიურ შემაჯამებელ გალა-ღონისძიებაზე თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო აიღო! „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი „ლიგა ენდესას“ „წლის გიგანტად“ დასახელდა, რაც ლიგის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს ნიშნავს.

„Premios Gigantes“-ის 32-ე დაჯილდოების ცერემონია მადრიდში, „ლიგა ენდესას“ სათავო ოფისში გაიმართა. შენგელიას პრიზი „ლიგა ენდესას“ შეფმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა. აღსანიშნავია, რომ თორნიკეს კლუბმა „ბასკონიამ“ მამაკაცთა წლის გიგანტი გუნდის წოდება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ამ სეზონში „ლიგა ენდესაში“ საშუალოდ 33 წუთში 16,1 ქულას, 6 მოხსნას, 2,6 პასს, 0,3 დაფარებას და 1,4 ჩაჭრას აგროვებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტია 18,6.

დაჯილდოებაზე ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კობი ბრაიანტიც გაიხსენეს.

popsport.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close