კინო/ფილმები

კირკ დუგლასი გარდაიცვალა

აშშ-ში 103 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი კირკ დუგლასი. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ვაჟმა მაიკლ დუგლასმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით მე და ჩემი ძმები, რომ დღეს კირკ დუგლასმა დაგვტოვა 103 წლის ასაკში. მსოფლიოსთვის იგი ლეგენდა იყო, მსახიობი კინემატოგრაფის ოქროს საუკუნიდან, რომელმაც ოქროს წლებამდე იცოცხლა და ჰუმანისტად დარჩა, რომელიც მთელ მსოფლიოს აძლევდა მაგალითს სამართლიანობისა და იმ იდეალების ერთგულებით, რომლებისაც სჯეროდა“, – დაწერა მაიკლ დუგლასმა „ინსტაგრამში“.

View this post on Instagram

It is with tremendous sadness that my brothers and I announce that Kirk Douglas left us today at the age of 103. To the world he was a legend, an actor from the golden age of movies who lived well into his golden years, a humanitarian whose commitment to justice and the causes he believed in set a standard for all of us to aspire to. But to me and my brothers Joel and Peter he was simply Dad, to Catherine, a wonderful father-in-law, to his grandchildren and great grandchild their loving grandfather, and to his wife Anne, a wonderful husband. Kirk's life was well lived, and he leaves a legacy in film that will endure for generations to come, and a history as a renowned philanthropist who worked to aid the public and bring peace to the planet. Let me end with the words I told him on his last birthday and which will always remain true. Dad- I love you so much and I am so proud to be your son. #KirkDouglas

A post shared by Michael Douglas (@michaelkirkdouglas) on

კირკ დუგლასი (Kirk Douglas), რომლის ნამდვილი გვარი და სახელია ისერ დანილოვიჩი (მოგვიანებით – დემსკი), 1916 წლის 9 დეკემბერს დაიბადა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ამსტერდამში (აშშ) ღარიბ ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები აშშ-ში ემიგრაციაში 1910 წელს წავიდნენ მოგილიოვოს გუბერნიიდან. 7-ბავშვიან ოჯახში ისერი ერთადერთი ვაჟი იყო.

იგი ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე და კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს ნიუ-იორკში წავიდა, სადაც ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. ასერმა აკადემიაში სწავლისას შეიცვალა სახელი და კირკ დუგლასი გახდა.

ნიუ-იორკში იგი თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობდა, იღებდნენ რეკლამაში; 1945 წელს კი ჰოლივუდში გადავიდა, სადაც პირველად გადაიღეს კინოში – მისი დებიუტო შედგა დრამაში „მარტა აივერსის უცნაური სიყვარული“.

1950-იანი წლების დასაწყისიდან კირკ დუგლასი ჰოლივუდის წამყვანი მსახიობი გახდა. ყველაზე ცნობილ ფილმებს შორის, რომლებშიც კირკ დუგლასი მონაწილეობდა, შედის: „ტუზი სახელოში“ (1951), „ავები და ლამაზები“ (1952), „სიცოცხლის სიყვარული“ (1956), „დიდების ბილიკები“ (1957), აგრეთვე, „სპარტაკი“ (1960) – სწორედ ამ უკანასკნელით შეიყვარა იგი ქართველმა მაყურებელმა.

მთლიანობაში მსახიობის აქტივში 80 ფილმია. 1996 წელს მან საპატიო „ოსკარი“ მიიღო წარმატებული კარიერისთვის.

კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული და ორივე ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი მაიკლი, აგრეთვე, ცნობილი მსახიობი და „ოსკარის“ მფლობელი გახდა.

ნინო ხოშტარია

წყარო: bbc.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close