ჩინური კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი დღითიდღე მატულობს
ჰოპკინსის უნივერსიტეტის სიტემურ მეცნიერებათა და ინჟინერიის კვლევითი ცენტრის (CSSE) თანამშრომელთა მიერ შექმნილ ინტერაქტიული რუკის მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუს 2019-nCoV-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 თებერვლისთვის 01:00 საათისთვის (თბილისის დროით) 20 704 კაცია.
ინფიცირებულთაგან უკვე განკურნებულია 727, ხოლო გარდაცვლილი კი – 427. ამ მაჩვენებლით ჩანს, რომ განკურნებულთა რიცხვის ზრდის ტემპი მატულობს.
ინფიცირებულთა თითქმის 99% ჩინეთზე მოდის, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების შემთხვევები მთლიანი რაოდენობის 1,014%-ია.
ჩინეთის გარდა ახალი ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირებულია კიდევ 27 ქვეყანაში.
ტაილანდი – 25
იაპონია – 22
სინგაპური – 24
სამხრეთ კორეა – 16
ჰონკონგი -17 (ერთი გარდაიცვალა)
ავსტრალია – 13
გერმანია 12
ტაივანი – 11
აშშ – 11
მალაიზია – 10
მაკაუ – 10
ვიეტნამი – 8
საფრანგეთი – 6
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 5
კანადა – 4
იტალია – 2
ფილიპინები – 2 (ერთი გარდაიცვალა)
რუსეთი – 2
დიდი ბრიტანეთი – 2
კამბოჯა, ფინეთი, ინდოეთი, ნეპალი, ესპანეთი, შრი ლანკა, შვედეთი, ბელგია – 1
სულ – 210.
კომენტარები