საქართველოსაზოგადოებასპორტი
7 წლის ბორჯომელი მოჭადრაკე გოგონა საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბორჯომელი მოჭადრაკე, 7 წლის ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი გახდა.
თბილისში გამართულ ჩემპიონატში 350-მდე მონაწილე იბრძოდა გამარჯვებისთვის. 7 წლის მოჭადრაკემ თავის ასაკობრივ კატეგორიაში 9 თამაშიდან ცხრავე გამარჯვებით დაასრულა, რაც იყო განსაკუთრებული შედეგი სხვა მონაწილეებთან შედარებით. ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველია, ვინც აქამდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. პატარა მოჭადრაკეს წინ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ელის.
წყარო: borjomi.tv
კომენტარები