მედიცინამსოფლიოnewsსაზოგადოება
ჩინური კორონავირუსის გაჩენის სავარაუდო წყარო დასახელდა
ჩინელი მეცნიერების ვარაუდით, კორონავირუსის პირველი მატარებლები გარეული ცხოველები იყვნენ. ვირუსის კვალი იპოვეს ქალაქ უჰანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრიდან აღებულ მასალაში. პროდუქციის ნაწილი კორონავირუსით იყო დასნებოვნებული. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.
უჰანის საბითუმო ბაზარში ცოცხალი პროდუქციით ვაჭრობენ (მათ შორის, გარეული ცხოველებითაც) – თევზით, ღამურებით, ბაყაყებით, გველებით და სხვა. ჩინური კულინარიული ტრადიციები ბევრი ცხოველის ნედლი სახით მოხმარებას გულისხმობს, ზოგჯერ – ცოცხალი სახითაც კი.
კორონავირუსით გამოწვეული სასიკვდილო პნევმონიის აფეთქება ჩინეთში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ჩინეთის ხელისუფლება ამ დროისათვის 57 გარდაცვლილსა და 2000 ათასზე მეტ ინფიცირებულს ადასტურებს. დღეისათვის ჩინეთის გარდა დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია ავსტრალიაში, ვიეტნამში, კორეაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, საფრანგეთსა და იაპონიაში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები