კრიმინალისაქართველო

მაღაზია „სპარის“ კონსულტანტი, რომელიც მომხმარებელმა დაჭრა, ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარში“ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კონსულტანტი, 20 წლის მათე ჯომიდავა გარდაიცვალა.

შემთხვევა 30 დეკემბერს  მოხდა. ჩხუბ­მა სუ­პერ­მარ­კე­ტი­დან ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც თავდამსხმელმა მათე ჯო­მი­და­ვას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვა­ფე­ნი­ლის ფილა ჩა­არ­ტყა თავ­ში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ახალგაზრდას გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბამ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, და­ნა­შა­უ­ლი ოთხი­დან შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სუპერმარკეტ „სპარში“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა აფხაზეთიდანაა. მათე ჯომიდავა გალის სოფელ საბერიოს მკვიდრი იყო. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად „სპარში“ კონსულტანტად მუშაობდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close