ილონ მასკს ჩვენი „ალი და ნინო“ მოეწონა
ამერიკელმა ბიზნესმენმა, გამომგონებელმა და ინვესტორმა ილონ მასკმა ბათუმში მდებარე „ალი და ნინოს“ მოძრავი ქარდაკების ვიდეო ნახა და მოიწონა.
სოციალურ ქსელ ტვიტერში რვაწამიანი რგოლი ერთ-ერთმა გვერდმა განათავსა. ამის შემდეგ ვიდეომ უკვე ამერიკელი მილიარდერის ყურადღება მიიქცია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ილონ მასკს ტვიტერში 30 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მისი ერთი ლაიქი ჩვენი „ალი და ნინოსთვის“ არც ისე უმნიშვნელო „ქათინაურია“.
Moving Statues “Ali and Nino” pic.twitter.com/BeI7PlfKBl
— World of Engineering (@engineers_feed) January 15, 2020
წყარო: 1tv.ge
p. s. info:
„ალი და ნინოს“ მოძრავი სკულპტურული კომპოზიცია ბათუმის ბულვარში დგას და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
8 მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის (ალისა და ნინოს) ლითონის ფიგურები ნელ-ნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად და შეხვედრისას ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი ყოველ 10 წუთში მეორდება.
სკულპტურული კომპოზიცია ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია, რომელიც ბათუმში 2010 წელს დაიდგა.
ძეგლის პერსონაჟები აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის ცნობილი რომანის, „ალი და ნინოს” გმირები არიან. რომანში ავტორი მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსლიმის, ალი შირვაშირისა და ქართველი ქრისტიანის, ნინო ყიფიანის სიყვარულზე. წიგნში აღწერილი მოვლენები, ძირითადად, კავკასიაში ვითარდება პირველი მსოფლიო ომის დროს.
კომენტარები