საზოგადოებასაქართველო
მღვდელს, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა გირაო შეეფარდა
მუქარაში ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ – პროკურატურამ დააყენა.
მღვდელს ყოფილი ცოლი ნინო გორგოშიძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მას პროკურატურამ ბრალი მუქარის მუხლით წარუდგინა.
ლაშა ჩიქოვანი სვანეთის უბანში ტაძრის წინამძღვარია.
tabula.ge
P. S. INFO: სასულიერო პირის ყოფილმა მეუღლემ 5 იანვარს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მას ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლისა და მამამთილის მხრიდან, რომელიც ასევე სასულიერო პირია. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, სამართალდამცავებმა სასულიერო პირს შემაკავებელი ორდერი არაერთხელ გამოუწერეს, რის გამოც მას ცოლთა მიახლოება აკრძალული აქვს.
კომენტარები