იტალიის პარლამენტის ორივე პალატის რიცხოვნობის შემცირების შესახებ საკითხის განხილვა, რომელიც 9 იანვარს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი დროით გადაიდო. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაბამისი რეფერნედუმის ჩატარების ინიციატივაზე 4 სენატორის მიერ თავიანთი ხელმოწერის გაუქმება გახდა – 4-ვე სენატორი სილვიო ბერლუსკონის პარტიის წარმომადგენელია.
როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს პარლამენტის რიცხოვნობის შემცირებას 1,5-ჯერ, რაც, კანონპროექტის ავტორების აზრით, არა მარტო ნახევარი მილიარდი ევროს ეკონომიის საშუალებას მისცემთ ყოველწლიურად, არამედ პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობასაც აამაღლებს.
ამავე თემაზე: კანონპროექტი დამტკიცდა: იტალიის პარლამენტის წევრთა რაოდენობა 345-ით მცირდება
კომენტარები