fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის პარლამენტის რიცხოვნობის შემცირების შესახებ საკითხის განხილვა გადაიდო

იტალიის პარლამენტის ორივე  პალატის რიცხოვნობის შემცირების შესახებ საკითხის განხილვა, რომელიც 9 იანვარს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი დროით გადაიდო. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაბამისი რეფერნედუმის ჩატარების ინიციატივაზე 4 სენატორის მიერ თავიანთი ხელმოწერის გაუქმება გახდა – 4-ვე სენატორი სილვიო ბერლუსკონის პარტიის წარმომადგენელია.

როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს პარლამენტის რიცხოვნობის შემცირებას 1,5-ჯერ, რაც, კანონპროექტის ავტორების აზრით, არა მარტო ნახევარი მილიარდი ევროს ეკონომიის საშუალებას მისცემთ ყოველწლიურად, არამედ პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობასაც აამაღლებს.

ამავე თემაზე: კანონპროექტი დამტკიცდა: იტალიის პარლამენტის წევრთა რაოდენობა 345-ით მცირდება

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close